არისტოკრატკა - განმარტებები - ბიძერი
0

არისტოკრატკა

მდედრი, რომელიც ქუჩაში გამუდმებით უკმაყოფილო სახით დადის, რადგან მისთვის მიუღებელია საზოგადოების უმეტესი ნაწილი. განსაკუთრებით ამჟავებულია თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოუწია მგზავრობა და გამუდმებით გესლიან, შეურაწმყოფელ რუსულ სლენგებს ისვრის მძღოლისა და მგზავრების მიმართ; ამ დროს ცხვირს რადიკალურად მაღლა წევს და ტუჩებსა და თვალებს ჭმუხნის, შეძახილით: ,,ჰჰ"

უკეთესად რომ გაიგოთ, ეს სიტყვებით აღუწერელი დივა ცხადად უნდა ნახოთ.