ცოტა გადამეორება მჭირდება - განმარტებები - ბიძერი
0

ცოტა გადამეორება მჭირდება

7-11 კლასელი რომელსაც ყველანაირი იმედი გადაეწურა რომ მასწავლებელი აპატიებს უცოდინრობას და ბოლო შანს იტოვებს და ამბობს თან ნიშნის მოგებით და უკმაყოფილოდ რომ ცოტა გადამეორება სჭირდება. ამავდროულად ოცნებობს გაკვეთილი მალე გავიდეს, თან სახლში წიგნი არც კი გადაუშლია

არველაძე გამოდი
აუ დღეს არა რა მას
გამოდი ნიშანი არ გყავს სექტემბრიდან მოყოლებული
მოყევი თორე 2იანს ჩაგიწერ
არა ორიანს რატომ მიწერთ, ვიცი, უბრალოდ ცოტა გადამეორება მჭირდება