დოზანა - განმარტებები - ბიძერი
0

დოზანა

ჯანდაბასთან გაიგივებული, ძირითადად ბებიების მიერ გამოყენებული სიტყვა, რომელიც ახასიათებს იმ საგანს/პიროვნებას, რომელზეც ბრაზობენ.

-ჯანდაბა და დოზანა შენ!.. რით ვერ გამოხვედი ტუალეტიდან, ამდენი ხალხი გელოდებით...

0

დოზანა

"ჯანდაბის" მეგობარი მიმართვა, რომელსაც ძირითადად უფროსი ასაკის ქალბატონები იყენებენ შვილიშვილების მიმართ, როდესაც ამ უკანასკნელებმა უცაბედად შეაწყვეტინეს სიტყვა ან მოქმედება. სიტყვა ერთდროულად აღნიშნავს აღშფოთებას, გაბრაზებას და "მისი ძუძუები გლოცავენ" მდგომარეობას.

სად დოზანაში მიდიხარ?