ასეთი ამბები... - განმარტებები - ბიძერი
0

ასეთი ამბები...

ფრაზა, რომლითაც მთავრდება ქუჩაში შემთხვევით ნანახ არც თუ ისე ახლობელ ადამიანებს შორის უხერხული დიალოგი. ის მიანიშნებს ორივე მხარეს, რომ საუბარი დასრულებულია და მეტის თქმის სურვილი არცერთს არ აქვს. ხშირად მოყვება ფრაზები: -კაი, გავიქეცი ახლა და შენ იცი; -გამიხარდა შენი ნახვა და ა.შ.

-...ხოდა ასეთი ამბები...
(პაუზა)
-კაი, გავიქეცი ახლა და მომიკითხე შენები...
-აუცილებლად, შენც ასევე.