ნუ მიეყრდნობით! - განმარტებები - ბიძერი
0

ნუ მიეყრდნობით!

ანტიდეპრესანტი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სამყაროში შენზე უსარგებლო რაღაცეებიც არსებობს. ხშირად უკბილო, გაცვეთილ ხუმრობადაც გამოიყენება, როდესაც "მიყრდნობილ" მეგობარს შენიშვნას აძლევ წესების დარღვევისთვის და წასაკითხად მეტროს კარებისკენ მიუთითებ (ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც გადატენილ ვაგონში მიყრდნობას დაგასწრებს).

- ნუ ეყუდები შეჩემა ნახე რა წერია.
- ჰეჰ...🙂 (ნაძალადევად)