"პროგრამისტი"-ის განმარტებები
პროგრამისტი
პროგრამისტის ქართული განმარტებაა ყველაფერშიკი.მითიური პერსონა რომელსაც პროგრამირების გარდა შეუძლია გატეხოს ე.წ : ფბ,ოდნო ან თუნდაც სკაიპი.ასევე შეუძლია შეაკათოს ყველა სახის ტექნიკა: პულტი,მობილური ტელეფონი და თუ ძალიან მოინდომებს მაგნიტაფონიც.ძირითად შემთხვევაში გამოიყენება ვინდოუსის გადასაყენებლად
-შენ ხო პროგრამისტი ხარ?
-კი
-ერთი გოგოს ფბ-ს გამიტეხავ?ოღონდ ჯერ ვინდოუსი გადამიყენე
პროგრამისტი
ადამიანი რომელსაც უეჭველი ეცოდინება ვინდოუსის გადაყენება, ასევე შეგიძლიათ კითხოთ იცის თუ არა ფეისბუქის გატეხვა.
-რა პროფესია გაქ?
-პროგრამისტი ვარ
-ვინდოუსის გადაყენება იცი?
-ამის ფეისბუკს ვერ გამიტეხავ?
პროგრამისტი
ადამიანი რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ეკრანიანი მოწყობილობის შეკეთება გაწელილ ვადებში. აქვს უნარი შექმნას აიქლაუდი, გადააყენოს ვინდოუსი, განაახლოს დრაივერები, გატეხოს ფეისბუქი, გააკეთოს პრინტერი და სხვა მრავალი. ძირითადად მისი საჭიროება წარმოიქმნება ისეთი პრობლემის არსებობის დროს როდესაც ინდივიდს არ ჰყოფნის ტექნიკური ცოდნა მის გადასაჭრელად და დროა პროგრამისტს მიმართოს.
- ფეისბუქის გატეხვა მინდა და პროგრამისტები ვინ ხართ?