"თრახი"-ის განმარტებები
თრახი
ჯგუფური ხელჩართული ჩხუბი უბნებს, კლასებს, სოფლებს ან რაიმე სხვა სოციუმებს შორის. გარდა წიხლებისა და მუშტებისა, შესაძლებელია ბლაგვი საგნებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც.
- აუ, გიჩოს დაუძახე. საძმოს გლდანელებთან თრახი გვაქვს.
თრახი
ჯგუფური ჩხუბი, სადაც მონაწილეობს ათეულობით (ან შეიძლება ასეულობითაც კი!) პირი. თრახით კავდებიან ძირითადად მამრობითი სქესის ადამიანები
-"აუ გუშინ ისეთი თრახი აიწია, პატრული შორიდან გვიყურებდა".
თრახი
ჩხუბი, რომლის შემდეგაც ორივე მხარე მოგებულია. ყოველ შემთხვევაში სასტავში ორივე ამტკიცებს რო მაგრად ცემეს ის ტიპები.
ფანჯრიდან ვიხედებოდი და უცებ თრახი აიწია.
თრახი
სიტყვა განიმარტება როგორც ჩხუბი, უმეტეს შემთხვევაში მეექვსე მეშვიდე კლასელ მოზარდებში დომინირებს.
-ლუკსონ მე და თავგაზას გამოგვყვები?
-სად??
-თრახი გვაქ პარალელებთან
თრახი
ქუჩური გარჩევის/ჩხუბის ერთერთი ჟარგონული განმარტება
მაგ. დღეს მაგარ "თრახში" მოვყევი