ბაბუ - განმარტებები - ბიძერი
0

ბაბუ

შორისდებული. გამოიყენება ბაბულიკების მიერ ერთმანეთში საუბრისას. გამოიყენება როგორც დადებით, ისევე უარყოფით კონტექსტში.

1. - აუ, ეს იმენა მაგარი მანქანაა ბაბუ.
2. - ვინ არის ეს ბიჭო? ამას ბაბუ, კბილებს ჩავუმტვრევ

0

ბაბუ

მიმართვის ფორმა, ახასიათებთ ე.წ. ბაბულიკ ტიპებს. ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ თბილ დამოკიდებულებას ადრესატის მიმართ.

აუ ბაბუ, როგორ მომენატრე ტოოო.

0

ბაბუ

გამოიყენება მეორე თაობის მშობელი მამაკაცის აღსანიშნავად როგორც დედის ასევე მამის მხრიდან. შესაძლოა გამოყენებულ იქნას შორისდებულ ზრდილობიან მიმართვად ქუჩაში შემხვედრი ხანდაზმული მამაკაცის მიმართ. "ბლატნოი" ტიპები მოცემული სიტყვით შეყვარებულსაც მიმართავენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ზოგერთი ფანი კი ამ სიტყვით ლეგენდარულ და დიდებულ მწვრთნელს - სერ ალექს ფერგიუსონს იხსენებენ ხოლმე.

-ბაბუ რით დაგეხმაროთ, ჩემი დახმარება ხომ არ გჭრდებათ რამეში?

-შენ ცოტა ავარდნილი ხოარ ხარ ბაბუ? ჩემი გოგო ხარ და შეიგნე თორე კოჭებს დაგიხვრიტავ!

-ბაბუს მანჩესტერი მაინც სულ სხვა იყო რააა... სქოულზი, გიგზი, ძმები ნევილები... რა დრო იყო ეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ (ნოსტალგიური შეძახილი)

0

ბაბუ

დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული ძერსკი მიმართვა ნებისმიერი ასაკის ან სქესის მქონე ადამიანისთვის

ქეთი:-გიო როგორ ხარ?
გიო:- არამიშავს ბაბუ შენ?