არ უნდა ნაჭამია - განმარტებები - ბიძერი
0

არ უნდა ნაჭამია

ეს მიმართვა გამოიყენება მაშინ როცა რაიმე საჭმელს გვთავაზობენ მაგრამ დედა აფერხებს. ამ სიტყვების ფაქტობრივ განხორციელებას წარმოადგენს სახლში მისული ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფა

მაგალითად, როცა სტუმრად ვართ და მასპინძელი ხაჭაპურს გვთავაზობს, მაგრამ დედა ეუბნება რომ ნაჭამი ვარ და მასპინძელიც ხშირ შემთხვევაში იჯერებს ამ სიტყვებს.

0

არ უნდა ნაჭამია

დედის მიერ წარმოთქმული სიტყვები მასპინძლისადმი, როდესაც თავისი 10 წლის შვილს შესთავაზეს რაიმე სახის ტკბილეული. ხშირად ამ ფრაზის თქმის შემდეგ ბავშვები ცუდ განწყობასა და ტირილის ხასიათზე დგებიან, რადგანაც უკვე წარმოედგინა ბავშვს თუ როგორ იგდებდა ხახაში სნიკერსებს და ჩიპსებს.

– უიმე რა საყვარელი ხარ, მოდი შოკოლადები აიღე.
– უი არ უნდა, ნაჭამია. წეღან ვუყიდე და ისიც ვერ შეჭამა აგერ დამიტოვა ნახევარი.