სახსრებში მტეხს - განმარტებები - ბიძერი
0

სახსრებში მტეხს

ფრაზა განეკუთვნება მოხუცი ადამიანების მიკრომატიანეს და მიანიშნებს ამინდის გაუარესებაზე. იდიომატური გამონათქვამი ასევე გავრცელებულია მოყვარულ სინოპტიკოსებსა და რევმატიზმით დაავადებულ მეტეოროლოგებს შორის. მედიკოსებისა და ნატურალისტების დაკვირვებით, პენსიონერების ბარომეტრი 95%-ით ზუსტია. ზოგიერთ პრიმიტიულ კულტურაში მიჩნეულია, რომ შესაძლებელია ამინდის კონტროლი და, მასზე ზემოქმედების მოსახდენად, სარიტუალო მოხუცებს მტკივან არეში უზელენ დიკლაკის გელს. სამედიცინო ტრადიცია გვაფრთხილებს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა არ დასტურდება პრაქტიკით.

- თეშტიგო, საწვიმარი და ბარჯი ჩაიტანე ველბოტში. ამინდი გაფუჭდება.
- აქაბი გააწამა ისევ რევმატიზმმა?
- სახსრებში მტეხს, გიჟი მარტი მოტრიალდა აპრილის ქარებშიო.