საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგი - განმარტებები - ბიძერი
0

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგი

პენსიონერი, რომლის შეხედულების მიხედვითაც უნდა მოეწყოს სამყარო. მას მიაჩნია, რომ ახალგაზდა ადამიანის ნებისმიერი მოქმედება კაცობრიობის წმინდა უფლების შელახვა და ფეხით გათელვაა. მათი და კონდუქტორის პირისპირ შეხვედრამდე, საქალაქო ტრანსპორტში ირთვება საგანგაშო სირენა, რომელიც წარმოადგენს ველურ დასავლეთში ჩაწერილ კოიოტის კივილის ხმას და აფრთხილებს მგზავრებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. არასოდეს აქვს სამგზავრო ბილეთი.

2084 წელი. თბილისი.
- გუშინ პოლიეთილენის პარკები ამოუღიათ „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ აშენებული ბინებიდან. პიტნის წვეთებიც გააქრეს აფთიაქებიდან.
- ჩუმად ილაპარაკე, ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგები არიან. ასანთის ღერი მაქვს და ის გაღეჭე, სანამ დაფრინდება ტრამვაი. გული თუ აგერია, ეგრევე ჩაგვავლებენ.