კასპერი - განმარტებები - ბიძერი
0

კასპერი

მიმზიდველი ადამიანი, რომელიც პერიოდულად ჩნდება თქვენს ცხოვრებაში და გაფორიაქებთ. მეგობრული მოჩვენება.

- გოგო, რატო გირეკავ ახლა. მოკლედ... წინა შაბათ-კვირას მე და ლიკა ვიყავით წერაქვის ტყეში. ხო იცი, რა გიჟები ვართ და უცებ, მოგვინდა არალეგალურად ნადირობა. ჰოდა, ჩავსხედით კამუფლაჟით საფარში და აბა, გამოიცანი, ვინ გაიჩითა? ხოოო, მახოოო! გაუკვირდა, აქ რას აკეთებო და „ვბრაკონიერობთ გოგოების“ თქმა გამიტყდა. ვიოლინოს დასამზადებლად რეზონანსულ ხეებს ვეძებთ და კამერტონი ჩამივარდა ბუჩქებში-მეთქი. ისეთი საყვარელია, დაიჯერა. საღამოს შევედი მაგის პროფილზე და რეინჯერად დაუწყია მუშაობა.