0

სემინარი

2 საათიანი ჰოლოკოსტი,გოლოდომორი,ორივე მსოფლიო ომი,ჩინგიზ ყაენის ყველა შემოსევა და კარიბის ზღვის კრიზისი. სემინარის დროს სტუდენტს ერთვება გონების ყველაზე ბნელ კუნჭულში მიმალული წარმოდგენის გენიალური უნარი და ქმნის ისეთ საოცრებებს,რომელიც ამ საქმის სპეციალისტებს ჯერ არც დასიზმრებიათ. სტუდენტები ესწრებიან ორი განზრახვით : 1) დასწრების ქულა მაინც იყოს; 2)დავკლიკე და ჩავირიცხე,პატივცემულო!
შესვენებებისას დავინახავთ უნივერსიტეტის შესასვლელში მწეველ ნაღებ საზოგადოებას,რომელიც განერვიულებული ღერს-ღერზე ეწევა

- რას შვები,ძმა?
- სემინარი მაქვს ორ წუთში
- ღმერთმა დაგიფაროს