დიდებს არ ვსვამ - განმარტებები - ბიძერი
0

დიდებს არ ვსვამ

ოთხმოცდაათიანებისა და ორიათასიანების მიჯნაზე ველოსიპედის ახალგაზრდა მეპატრონეებში გავრცელებული დიპლომატიური ხრიკი,რომელიც ერთიორად აადვილებდა არასასურველ (ასაკით/წონით მოზრდილ) პირთათვის ველოსიპედის თხოვებაზე უარის თქმის პროცედურას.

14 წლის გენო 9 წლის დათუჩას:
- გამაკატავე რა
- დიდებს არ ვსვამ

ბადრი (80კგ) მის უბნელ გიუნას(42კგ)
- გამაკატავე რა
- დიდებს არ ვსვამ