გემი ჩაგეძირა - განმარტებები - ბიძერი
0

გემი ჩაგეძირა

რიტორიკული შეკითხვა. გამოიყენება ადამიანის მიმართ, რომელიც დროის მცირედ მონაკვეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თამბაქოს მოიხმარს. ეს ადამიანი გაიგივებულია ახლადჩაძირული გემის კაპიტანთან, რომელიც ნერვიულობის ნიადაგზე ზედმეტად ბევრ სიგარეტს ეწევა.

-მომაწევინე რა ერთი ღერი
-რამდენს ეწევი, შეჩემა, გემი ჩაგეძირა?!