ბორია გადაეტ - განმარტებები - ბიძერი
0

ბორია გადაეტ

ფაუნის წარმომადგენლის, ფრინველთა ოჯახიდან, თუთიყუშის ფართოდ გავრცელებული ჯიშია და სახელად " ბორია" ქვია, რომელსაც ზეცამ წინასწარმეტყველების და მომავლის განჭვრეტის საოცარი ნიჭი დააბერტყა ჭრელ თავზე.
პარადებისა და აღლუმების დროს აცინგანი ბოშას ხელზე უდარდელად შემომჯდარი " ბორია" ანაზდად ჩაყოფს ნისკარტს პლასტმასის ზარდახშაში და ამოიღებს პაპირუსის დაგორგლილ ქაღალდზე დაწერილ შენს ბედისწერას მცირე გასამრჯელოს ფასად, მაგალითად როგორიცაა: მალე შეხვდები შენი ცხოვრების მამაკაცს....
შენ კი ამ დროს არც თუ ცუდი შესახედაობის ცოლი გყავს. თანხა უკან არ ბრუნდება

მამალო, პედრო, დონალდო, ბორია გადაეტ, ბრიტვაააა....
- მამა მიყიდე მამალო
- მამალო რად გინდა შვილო, წამო ტირში ვისროლოთ და ბურახი დავლიოთ