პენტიუმ ხუთის მონაცემებზე - განმარტებები - ბიძერი
0

პენტიუმ ხუთის მონაცემებზე

საქართველოში ერთ ხანს დამკვიდრებული გამოთქმა, რომლის წარმომავლობაც არავინ იცოდა, მაგრამ ერთადერთი მონაცემი იყო, რომელსაც საკუთარი კომპიუტერის აღწერისას პირი იყენებდა. მართალია, არასდროს არავის უნახავს არამხოლოდ პენტიუმ ოთხი, რომელიც პენტიუმ ხუთის ბაზაზე იქნებოდა აწყობილი, უფრო მეტიც, პენტიუმ ხუთის ბაზაც არავის უნახავს, თუმცა საკმაოდ პრესტიჟული იყო ასეთი დასახელების არარსებული პროდუქტი.

- სერგო როგორ ხარ, ააწყე კომპიუტერი?
- კი, გაძლიერებული პრცესორია. პენტიუმ ოთხია, პენტიუმ ხუთის მონაცემებით.