შუტკის გახსნა - განმარტებები - ბიძერი
0

შუტკის გახსნა

ურთიერთობის ახალ ფორმაში გადაყვანა, სადაც "შუტკის" გამხსნელსა და გახსნილს ენიჭებათ უფლება(ხშირ შემთხვევაში ეკისრებათ ვალდებულებაც) ერთმანეთს მიაყენონ ინტენსიური სიტყვიერი შეურაცყოფა(დედის გინების გარდა). ჩმორები ხშირად იყენებენ აგრესიის თავიდან ასაცილებლადაც.

... -კარგი რა შეჩემა.
(ფიქრობს: შეჩემაო მითხრა, რა ვქნა, თან ვიცი რო ვერ მოვერევი)
-მოდი შუტკა გავხსნათ!!

0

შუტკის გახსნა

იგულისხმება მომენტი, როდესაც აქამდე შენთვის არცთუ ისე ახლო, თუმცა საძმაკაცოში ახლო ადამიანს მიმართავ ისეთი სიტყვით, როგორიცაა შეჩემა. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ეს მომენტი დგება გაცნობიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

შუტკის გახსნის ეტაპები

დღე 1: სანდრო, სასიამოვნოა.
დღე 2: გაუმარჯოს ძმა, რავა ხარ?
დღე 3: გურამ, შენ დაწერე რა ძმობას გაფიცებ.
დღე 4: კაი, ბიჭო, ნუ გაატრაკე!
დღე 5: ღადაობ შეჩემა?!

Shutka has been unlocked.