საერთოდ არ ველოდი თქვენს სტუმრობას - განმარტებები - ბიძერი
0

საერთოდ არ ველოდი თქვენს სტუმრობას

ტიპური ქართველი დიასახლისების ყველაზე პოპულარული ფრაზა, როდესაც სამეფო სუფრას გაუშლიან სტუმარს, რომელსაც ოჯახში ერთ კვირაზე მეტია ელოდებიან.

- აგერ ხაჭაპური, ცხელებსაც მალე შემოვიტან და საღამოს მწვადიც იქნება... საერთოდ არ ველოდი თქვენს სტუმრობას რაა და რაც უცბათ შევძელით ესაა. ვიცი მთლად სამეფო სუფრა არაა, მაგრამ ოჯახის ახლობელი ხარ და არ გვიწყენ იმედია.