პატრონი - განმარტებები - ბიძერი
0

პატრონი

ფიგურა რომელზეც არის დელეგირებული ზედმეტი პასუხისმგებლობა ამა თუ იმ ნივთზე, ადგილზე, არსებაზე, ადამიანზე, თუ ადამიანთა ჯგუფზე.

როგორც წესი მოიხსენიება ორ კონტექსტში. ერთი როცა ვიღაც ზედმეტი პრივილიგიებით სარგებლოს, მასეთზე იტყვიან – „პატრონი ჰყავს“. ამით იმის თქმა უნდათ რომ მაგ ვიღაცას თავად არ მიუღწევია მაგ პრივილეგებისთვის (სიკეთეებისთვის) და მიიღო პატრონის ხელშეწყობით. რაც თავის მხრივ შეიძლება რეალურად იყოს მასე, ან არ იყოს მასე და მთქმელს სურდეს მაგ ვიღაცის პირადი მიღწევის დაკნინება.

მეორე როცა, ვიღაცის, ან რაღაცის ცუდი მდგომარეობის მიზეზს განმარტავენ პატრონის არ არსებობით. აქაც, შეიძლება ორგვარად განიმარტოს მთქმელის ფრაზა. ერთის მხრივ ხდება ვიღაცისგან პასუხისმგებლობის „მოშორება“. კლასიკური მაგალითია – „ქვეყანას პარტონი არ ჰყავს“. როგორც წესი ამ ვარიანტს მთქმელი იყენებს როცა საკუთარ თავზე საუბრობს. იქნება ეს პირდპირი მითითებით, თუ გადატანითი, როცა ადამიანთა რაღაც ჯგუფზე საუბრობს რომლის ნაწილად ისიც მოიაზრება. მეორე განმარტება არის, რომ ვიღაცამ შრომისა და ძალისხმევის მიუხედავათ ვერ მიაღწია წარმატებას პატრონის უქონლობის გამო. რაშიც იგულისხმება, რომ „სამყარო უსამართლოა“.

ამ ქვეყანაში პატრონი თუ არ გყავს ვერაფერს მიაღწევ.