ლიბერალ-მარქსისტი - განმარტებები - ბიძერი
0

ლიბერალ-მარქსისტი

ოქსიმორონი, ანუ ტერმინი, რომელიც წინააღმდეგობრივ კონცეფციას გამოხატავს. იხმარება შეურაცხყოფის მიყენების მიზნით თავგზააბნეული ნაციონალისტი ან/და სოციალურად კონსერვატიული პირების მიერ ყველა იმ ინდივიდის წინააღმდეგ, ვინც დასავლეთისთვის ესოდენ დამახასიათებელ განმანათლებლობის ღირებულებებს ფუნდამენტურ ადამიანურ ფასეულობებად მიიჩნევს. ტერმინი გარეშე ჯგუფების ერთგაროვნების მიკერძოების (out-group homogeneity bias) ერთგვარი დემონსტრაციაა — კოგნიტური მიკერძოების, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც შეხედულებების, მსოფლმხედველობის, ან ღირებულებათა სისტემის გარშემო გაერთიანებული ინდივიდები ყველა გარეშე პირს და ჯგუფებს ერთნაირებად აღიქვამენ, როდესაც მათ ჯგუფს — მრავალფეროვნად. იგივე ფენომენის სხვა დემონსტრაციაა ფრაზები: „ყველა კაცი ერთნაირია“, „ყველა უცხოელი ერთნაირია“, „ყველა არაქრისტიანი ერთნაირია“ და სხვა.

ლიბერალები, მარქსისტები, ანარქისტები, სოციალისტები და კომუნისტები — ყველანი ერთნაირები არიან — ლიბერალ-მარქსისტები!