ქრისტიანი - განმარტებები - ბიძერი
0

ქრისტიანი

ქრისტეს მიმდევარი, ანუ ადამიანი, ვისაც ქრისტეს მოძღვრებების სჯერა.

უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ქრისტიანი არის ადამიანი, ვისაც ბიბლია სრულიად ჭეშმარიტი ჰგონია მისი პირდაპირი მნიშვნელობით ინტერპრეტაციის შესაბამისად — ასეთ ხალხს ასევე ბიბლიურ ლიტერალისტებს უწოდებენ. ბიბლიურ ლიტერალისტებს, როგორც წესი, სჯერათ მოლაპარაკე გველის არსებობის და იმის, რომ დედამიწა 6000 წლის არის. ხშირად, ისინი უარყოფენ ევოლუციას და სხვა მეცნიერულ ფაქტებს.

როგორც წესი, ადამიანები ქრისტიანები იმიტომ არიან, რომ ისინი მონათლეს და ასე ასწავლეს და დაარიგეს.

ქრისტიანების ყველაზე დეგრადირებული კატეგორიაა ხალხი, რომელიც საკუთარ რწმენას გინებით და აგრესიით იცავს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე სიყვარულს და შემწყნარებლობას ქადაგებდა.

— იკა, რატომ ხარ ქრისტიანი?
— იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ქრისტიანულად ვარ მონათლული და ქართველი ვარ! მასე მასწავლეს ბავშვობიდან.