ხელი დავდოთ - განმარტებები - ბიძერი
0

ხელი დავდოთ

გამოიყენება ძირითადად კაჩოკების ან პრეკაჩოკების მიერ, რომელთაც სურთ დაამტკიცონ რომ ოთახში ალფა მამრები არიან და წონებზე ტყუილად არ ვარჯიშობენ. გადაწევის დროს მთავარია მაჯაში არ ჩატეხო თორე გაგაპაზორებენ. შესაძლებელია ყვირილი ან მამაკაცური ღრიალიც ქულების მოსამატებლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეგრული გინება.

რაღაც ჯანზე ჩანხარ, ვარჯიში დაიწყე??? მოდი აბა ერთი ხელი დავდოთ

0

ხელი დავდოთ

ამ სიტყვებით გამოიხატება ინტერესი საკუთარი ძალის შედარებისა სხვასთან, მძლეოსნობის, კერძოდ მკლავჭიდის გზით.

-ბოლო დროს მაგარ ჯანზე ვარ.
-გინდა ხელი დავდოთ?