მუხლი - განმარტებები - ბიძერი
0

მუხლი

ბუნებრივი პირობებიდან და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ავტონომიურად ჩამოყალიბებული სივრცე სპორტული ტიპის შარვლებზე. ამ შემთხვევაში ადამიანის გარეშეც, უკვე დამოუკიდებლად შეუძლია სპორტულ შარვალს იქონიოს მუხლი და შეინარჩუნოს საწყისი პოზიცია მიუხედავად პატრონისა. მუხლი განსაკუთრებით აქტუალური იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სპორტული შარვლის ბაზარზე დეფიციტი შეინიშნებოდა და ამასთანავე უბანშიც მოდურ სამოსად ითვლებოდა.

-რაშვები, წამო უბანში ფუტბოლი ვიყომაროთ!
-ბიჭო ჩემი შარვალი გასარეცხია და ჩემი ძმის მუხლი დიდი მაქ :(