"ჯემალი/გრენდაიზერი"-ის განმარტებები
19.04.2018
ჯემალი/გრენდაიზერი
ორივე სიტყვა აღნიშნავს სახეზე და მის მიდამოებში ამოსულ გიგანტურ "პრიშიკს". ხშირ შემთხვევაში, დამცინავი პიროვნება "პრიშიკით" დაზარალებულს სთხოვს გააცნოს მის სახეზე გაჩენილი ახალი მეგობარი და დაზარალებულიც ვალდებულია წარმოთქვას ჯემალი/გრენდაიზერი და ჩამოართმევინოს ხელი ახალ გაცნობილ მეგობრებს, რათა აირიდონ თავიდან რაიმე გაუგებრობა მომავალში.
- ვახ ეს ახალი ძმა ვინაა.
- გაიცანი ჯემალი. დღეს ერთად ვგულაობთ.