"ჰიპსტერა"-ის განმარტებები
ჰიპსტერა
60იანი წლებში, ამერიკაში აღმოცენებული ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლის ქართულ რეალობასთან მორგებული, ადაპტირებული ვერსია ინდივიდისა, რომლისთვისაც ნეპალის მთიანეთი სამოთხესთან ასოცირდება, პლანი კი მუდამ მიუღწეველ, დასაგემოვნებელ ოცნებასთან, თუმცაღა ამ ნაკლოვანებას არ იმჩნევს და მუდამ საუბრობს პლანის გამაოგნებელ დამათრობელ ეფექტზე, რომელსაც კვირის ყოველ დღეს განიცდის (რეალურად შეკოწიწებული ხურდით დალეული ერთი ბოკალი ლუდის მიერ გამოწვეულ ეფექტთან და შემდგომდღიან პახმელიასთან გვაქვს საქმე).
ჰიპსტერა გოგო წარმოდგენილია კოპლებიანი, ჩითის კაბით, "ბასანოჭკებით", ჩანთით, რომელზედაც თავისივე ხელით მიუხატია გვირილები, ამ ჩანთაში გადანახული რამოდენიმე ღერი "უინსტონით" და თავზე ჩამოცმული "სიზმართმჭერით".
ჰიპსტერა ბიჭი წარმოდგენილია წვერის სიხშირით, ლილოში ნაყიდი ფერადი, მის ზომასთან შეუსაბამო მაისურით, ნებისმიერი ტიპის მზის სათვალით (გარდა სპორტულისა) და ხელზე გამოსახული ირმის აბსტრაქტული ტატუთი.
ორივე სქესის ჰიპსტერა ინდივიდებს ახასიათებს ლიბერალური შეხედულებების ფანატიკური, უსაზღვრო სიყვარული და კლუბური გართობა, ლაშქრობებზე სიარულის სიყვარული, დიდი ცხვირი, გვიან ღამით, სახლიდან დედიკოს მიერ დარეკილის უპასუხოდ გათიშვა და ჯონ ლენონი.
- ბიჭო სალოს ვნახულობ ხვალ, რას ფიქრობ ყვავილები რო ვაჩუქო გაუსწორდება?
-არც იფიქრო... ჰიპსტერაა, გადაგარტყავს!