ხოზო - განმარტებები - ბიძერი
0

ხოზო

ქართველი მუტრუკი მამაკაცი, ზაფხულობით ყელზე სველი დაგრაგნილი ცხვირსახოცით, რომელიც ოქროს მძიმე ჯაჭვთან ერთად სადღაც ღაბაბის მიდამოებში უქანქარებს. ბოტოტა თითებზე ოთხკუთხედი ბეჭედი მოსდგამს (რა თქმა უნდა ესეც ოქროსი.) პირში სიგარეტით და ნიკოტინის კვამლისგან ოდნავ “ძერსკულად” შეწუხებული მოჭუტული სახით მოძრაობს. აღნიშნული კატეგორიის საყვარელი ხუმრობა/მიმართვა მეგობრის შვილის (ბიჭის) მიმართ არის; მიდი ერთი მამაშენს მიაფსი.

შეხედე, ის ხოზო მუცელს როგორ იფხანს.