თუ მოიგებ მოგებული იქნება,თუ წააგებ წაგებული იქნება - განმარტებები - ბიძერი
0

თუ მოიგებ მოგებული იქნება,თუ წააგებ წაგებული იქნება

ეს დამამშვიდებელი ფრაზა გამოიყენება ძველი თაობის ხალხის მიერ (ბებია;ბაბუა). ამ ფრაზით ისინი ცდილობენ დაგაწყნარონ თამაშის თუ შეჯიბრის წინ რომელზედაც შენ ძალიან ნერვიულობ და მოგება გწყურია.მათი აზრით არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი და თუ მოიგებ მოგებული იქნება, თუ წააგებ წაგებული. ეს ფრაზა თავის მიზანს მაინც ვერ აღწევს,ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ადრესატზე,ვერ ამშვიდებს მას.

-ბებო!;ბაბუ! ხვალ თამაში მაქვს უნდა მოვიგო, ხო მოვიგებ?
-არ ინერვიულო შენ გენაცვალე თუ მოიგებ მოგებული იქნება და თუ წააგებ წაგებული.