სიახლე ხომ არაფერია? - განმარტებები - ბიძერი
0

სიახლე ხომ არაფერია?

ტრადიციული და მუდმივი შეკითხვა ახალდაქორწინებულ გოგოს, იმის გასაგებად არის თუ არა ორსულად.
ეს შეკითხვა შეიძლება დასვას ნებისმიერმა ადამიანმა - ნათესავმა, მეგობარმა, მეზობელმა, რომელიც თავს არიდებს პირდაპირ იკითხოს ხარ თუ არა ორსულად და ოსტატურად ცდილობს ამ კითხვით "ზრდილობიანად" გაიგოს შენი ამბავი.

ხანგრძლივი საუბრის შემდეგ:
- სიახლე ხომ არაფერია შენკენ?
- ჯერ არა. თუ რამე იქნება თვითონ გეტყვი. (ან: - არა, ჯერ არ ვაპირებთ.)