"წავედი, საქმე მაქ"-ის განმარტებები
19.07.2018
წავედი, საქმე მაქ
არასასურველ დროს წამოწყებული საუბრის გაწყვეტის მცდელობა, რომელიც ძირითადად მარცხით სრულდება.
- ვაა, კაი კაცს სალამი !
- გამარჯობა ლადო ბიძია
- როგორა ხარ ნოდარევიჩ ჰა ?
- კარგათ ლადო ბიძია. თქვენ როგორ ბრძანდებით?
- რავიცი არამიშავს
- ისა, ლადო ბიძია წავედი მე, საქმე გაქ
- რა საქმეგაქ ბიჭო შენ, მოდი აქ. მამაშენი როგორაა...