0

მაღლივი

ნაგებობა, რომელიც აერთიანებს სამყაროებს. მოცემულ შენობაში სხვადასხვა ჯურის სტუდენტებს უწევთ, რომ შეებრძოლონ სხვადასხვა სახის დაბრკოლებებს და წარმატებით ჩააბარონ კონკრეტული გამოცდა. მოცემულ ნაგებობაში ვხვდებით მრავალი სახის მითოლოგიურ მონსტრს.

- აუუუ, ხვალ გადაბარებაზე რა წავა მაღლივშიიიი.....

0

მაღლივი

წარმოადგენს გეოგრაფიულ ადგილ, რომელიც მდებარეობს ჯიქიას, ბაგებსა და ვაკის სასაოფლაოებს შორის.

აქ მდებარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი. ჩვენთვის უცნობია მაღლივს დაერქვა მაღლივი იმის გამო რომ მაღალი კორპუსი ააშენს, თუ მაღლივ კორპუსს დაერქვა მაღლივი კორპუსი იმის გამო მაღლივში ააშენეს.

მაღლივში ასევე მდებარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განივი კორპუსით, რომელიც მაღლივი კორპუსისაგან განსხვავებით სულ 4 სართულიანია (მიწის ზემოთ 2 სართული: მესამე და მეოთხე). მაგრაომ საკმაოდ განიერი - ავტობუსების გაჩერებასთან რომ იწყება, ორი ნომრების გაჩერებამდეა გადაჭიმული.

მაღლივი საკმაოდ მიუდგომელი ადგილია, მაგრამ მიუხედევად ამისა დარდიმანდი სტუდენტები მაინც შორეული უბნებიდან მოდიან ამ ტერიტორიაზე საბირჟაოდ და ჯოკრის სათამოშოდ.

ასევე ამ ტერიტორიაზე არსებობა ტყე, ხიდი და ბიბლიოთეკა.

- სად ხარ შეჩემა?
- მაღლივში ვარ ამო შენც
- არი ლექციები დღეს?
- კი ცოტა ხნის წინ მორჩა... მიდი მიდი ამო და მივაჩუხანოთ, ზამასკაში არიან ჯიგრები.
- კაი ჩავიცვამ და გამოვალ ერთ საათში მანდ ვარ.
- მიდი ხო მე მანამდე ტყეში ვიქნები. რო მოხვალ ზარი გამოუშვი.
- დავაი დავაი.