მენისკი - განმარტებები - ბიძერი
0

მენისკი

მეტად გავრცელებული უნივერსალური და ეჭვდაუდებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაასრულა კარიერა უნიჭიერესმა ქართველმა არშემდგარმა ფეხბურთელმა ასე ნაადრევად, სულ მთლად ბავშვობაშივე.

დიალოგი (მეტწილად ბირჟაზე)
- ვა, სანდრიკ როგორ ხარ? კიდევ უბერავ ფუტბოლს?
- ეჰ, შევეშვი, მენისკი შეჩემა.
- ტეხავს, არადა რა უდარი გქონდა?
- აბა...