ჩოჩქოლი - განმარტებები - ბიძერი
0

ჩოჩქოლი

უბნის "ბესეტკაში", ლუდით მთვრალ მამაკაცებს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიზრდება ნამდვილ ჩხუბში და ბოლომდე გრძელდება შეხლა-შემოხლის რეჟიმში. აქტი სრულდება ხანში შესული მეზობელი ქალის ფანჯრიდან ყვირილით: დაგვაძინეთ კაცო ხალხი არ ხართ? ხოლო ინციდენტის საბოლოო ამოწურვა ხდება კონფლიქტის შემდეგ დილას ნაბახუსევზე "გამოსვლით". რაც თავისთავად ხშირად ხდება ახალი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი.

-ლამარა, გადაიხედე ეზოში რა ჩოჩქოლია?