მოვიდააა - განმარტებები - ბიძერი
0

მოვიდააა

სიტყვა ხშირად გამოიყენებოდა შევარდნაძის (სააკაშვილის მოსვლის) მმართველობის პერიოდებში, როდესაც დენი იმდენად ხშირად იკარგებოდა როგორც პულტი ყველა ოჯახში. სიტყვა "მოვიდააა" ვიყენებდით იმ მომენტში როდესაც შუქი მოდიოდა. სიტყვის თქმა შეგვეძლო მხოლოდ აივანზე მაღალი ინტონაციით.

2004 წელი, 11 აგვისტო, 20 საათი და 34 წუთი. თბილისში შუქი მოვიდა.
მოვიდააა.
მოვიდააა.
მოვიდააა.