1

ნელა მოხურე რა

გაფრთხილება ! რომელიც ამცნობს პიროვნებას, მისი სიცოცხლის მოსწრაფებასთან დაკავშირებით.

- კაი საყვარელო წავედი
- კარები ნელა მოხურე რა ...
ნელა მოხურემეთქი შენი...

0

ბუა

წარმოსახვითი პერსონაჟი, რომელიც გამოიყენება პატარა ბავშვების შესაშინებლად.
ბუა ძირითადად ღამის ბნელ ოთახებში და სადარბაზოებში ცხოვრობს.

-დედა იმ ოთახში ბუა ხოარაა?
-არა მურთაზიკო გავაგდე უკვე.

0

სიაფანდი

ფიზიკური პირი, რომელიც რეგულარულად რაღაცას გატყუებს, ოღონდ უმტკივნეულოდ... ჩვევაში აქვს გამჯდარი და ერთი სიტყვით რაღაცას ”ხიმანდრობს” მაგრამ მაინც შინაურია და ნაბოზვარს ვერ აკადრებ, სიაფანდია და სიაფანდობს რაღაცას რა 🤔

-ბიჭო გიუშკი სადაა?
-წყნეთში ვარო და დაგირეკავთო
-სიაფანდობს ეგ რაღაცას

0

თავზე გაიჯვა

ზემოხსენებული ორი გაგებით გამოიყენება :
1) ფიზიკურმა პირმა, ყოველგვარ არსებულ თუ არარსებულ საზღვარს გადააბიჯა და ემუქრება ”დამუტელების” საფრთხე.
2) იმდენად კარგი დრო ატარა, თანაც ისე ინტენსიურად აუყოლა რომ, თავზე გაიჯვა

-ამან სუ გაიჯვა თავზე და სადაც ვნახავ მოვუტყნავ საქციელს!!!

0

ფურთხი

როდესაც კეთილსინდისიერ შემძენს არაკეთილსინდისიერად მიუტანენ შეძენილ პროდუქტს და აღშფოთებითა და მშვიდი, ოდნავ შესამჩნევი ტონით შემძენი ამბობს: ეს რა ფურთხი მოიტანე ტო?

-ფურთხი მოიტანა ბიჭო, იმენნა ფურთხი

0

ნათხუნელარი

არაკეთილისმსურველის პირის ღრუ.

იკრა იყიდა, გადაუშვებს ნათხუნელარში...

0

პუტა

ეს არის ე.წ. იტალიური სიტყვა, რომელიც გამოიყენება მაშინ , როცა ვიღაც ბო*ი შენს ბიჭს ეჩალიჩება. მისი ვრცელი ფორმაა პუტანკა , რომელიც რუსულის თარგმანიდან ბო*ს ნიშნავს

-გოგო ნახე ვიღაც შენს ბიჭს ეჩალიჩება
-ეს პუტა

0

მოგიკვდი

ფრაზა რომელსაც იყენებენ თანადგომის გამოსახატად(მხოლოდ მდედრები)ხოლო ვისაც ეუბნებიან რწმუნდება რომ მარტო არ არის და სხვაც განიცდის მის წუხილს

შენ მოგიკვდი ეს როგორ მოგივიდა

0

ძმიჩ

კნინობით ალერსობითი მნიშვნსლობის სიტყვა, რომელსაც ხშირად მოისმენთ "ბაზარზე" ან რომელიმე ტოტალიზატორთან

მაგ: "რას შვები ძმიიჩ ?" ან "მომისმინე ძმიჩ.... "

0

ჰოპ ციალა

რიტორიკულ-ცინიკური შეძახილი, მომდინარეობს ქართველი პურისმჭამელი შოთიასგან და აღწერს შემთხვევას როცა სუბიექტი შეგყავს შეცდომაში

რავა ხარ კოკა(უწვდი ხელს მისასალმლებად და ისიც გიწვდით) შემდგომ მოულოდნელად უკან მოგაქვთ ხელი და დამამცირებელი,ბოროტი,ნაგლი სახით უღიმით,ამ მოვლენით თქვენს მეგობარს აბუჩად იგდებთ და თავი მაგარ ტიპად მოგაქვთ, აუცილებელია პროცესის შემდგომ იღრიჯებოდეთ..