0

კუ-ნინძა

ეს ფრაზა გამოიყენება როდესაც შენი ახლობელი ფლობს განსაკუთრებულ აკრობატულ თვისებებს.

სად ახტი შეჩემა კუ-ნინძა ხარ?

0

მელეხი

ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა 90-იან წლებში. ნიშნავს ძალიან მდიდარ, კარგად მცხოვრებ ადამიანს. ასევე იხმარება შურის შემცველ ფრაზებში...

-ბიჭო ნახე ეს რა მაგარ ზმანზეა!
-მელეხია მაგის ...

0

კოკისპირული

ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ როდესაც სითხე შარდის ბუშტში მიაღწევს მაქსიმალურ რაოდენობას და ითხოვს დაცლას.

აუ საჭირო ოთახი სადაა კოკისპირულად მეფსია...

0

საბზეროსთან შეტაკება

ფრაზა საბზერო გადმონაშთია ცნობილი თამაშისა "მორტალ კომბატი". ქართული შესატყვისით ის იხმარება როდესაც ზამთარში გაყინულ უნიტაზზე ჯდები.

აუ იმენა საბზეროს დავეტაკე მარა რა მექნა ძალიან მინდოდა

0

ბანძაობა

აქტი, რომლის დროსაც სუბიექტი საკუთარი თავის დამამცირებელ ქმედებებს ჩადის.

გუშინ ძალიან ნასვამი ვიყავი და მაგრად ვიბანძავე...

0

გადავფიჩინდი

მომენტი, როდესაც გადავფიჩინდის გარდა, სხვა სიტყვით ვერ გადმოცემ თუ როგორ გაგეცინა.

-გაკვეთილზე რომ გააკუებს თქვენს გვერდით მჯდიმი

-აუ ახლა გადავფიჩინდები

0

როგორც ასეთი...

სიტყვები, რომლებიც წინადადებას უფრო ეპიკურს და ეპატაჟურს ხდის. ძირითადად გამოიყენება ძაააან "არტ" სურათის დასასათაურებლად. მაგალითად: "ჭიქა როგორც ასეთი.."

ხე როგორც ასეთი....

0

კოსმონავტის წნევა

ბებიების და ბაბუების წნევას, რომელიც ასაკისდა მიუხედავად კარგ არტერიულ წნევას ატარებს, კოსმონავტის წნევას უწოდებენ.

-გამისინჯე, ერთი რაცხა თავი მტკივა.
-უფ, რა განერვიულებს, კოსმონავტის წნევა გქონია შე კაცო.

0

ერთით გვერდზე...

გამოუვალი მდგომარეობიდან შესაძლო გამოსავალი, როცა ერთით გვერდზე ციფრის ჩაგდებისას ყველა ვალს იხდიდი...

-ერთით გვერდზე გადაეტანა ბიჭო რააა!!!
-კარგად გედო?!
-ყველა ვალს ვიხდიდი!

0

ამხელა მახსოვხარ

ძირითადად პანაშვიდზე ან ქორწილში შეხვდებით ამ სლენგს.გახსენების ბოლო ლეველი როდესაც მშობლები შენ თავს ახსენებენ ვიღაც ნათესავს.

-გულიკო ეს ჩემი შვილია
-რამხელა გაზრდილხარ შვილო ამხელა მახსოვხარ