0

გამიშვით მოვკლავ

ამ წინადადებას ხშირად იყენებენ ის ადამიანები, რომლებსაც არაფრის *რაკი არ აქვთ. მაგრამ იციან რომ ხელს არ გაუშვებენ

_უნდა მომეკლა მარა ქალებს ვეცი პატივი

0

ვის ოჯახშიც ეს შევა

ამ წინადადებას უმეტესად სტუმრად მოსული დეიდები წარმოთქვამენ იმ გოგონას (გასათხოვარი ) მიმართ, რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი მაგრამ დედამ აიძულა და ახლა სუფრას შლის

_ხო გოგო მომწერაა
_ვაიმეე მართლაა რაოო?
_ნინოო მოდი შვილო მაგიდის გაშლაში დამეხმარე

1

ნიცშეს ნაშა

არც მაინცდამაინც განათლებული გოგოს დახასიათება, რომელიც ნებისმიერი წიგნის შემთხვევითად გადაშლილი გვერდიდან ამარაგებს ფეისბუქს სტატუსებით.

“ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ” - პაოლო კოელიო

0

deal hunter

ჯიგარი ტიპი, რომელიც ბევრი ჩალიჩით საქონელს საუკეთესო ფასში პოულობს და შესაბამისად მას ყველაზე იაფად ყიდის.

"ბიჭოო ზუმერში ასეთი დაბალი ფასები რატომ აქვთ??"
"კაი დილ ჰანთერები ჰყავთ და მაგიტო"
"იიი ინგლისური ისწავლე და გიხარია?

0

შენ სულ მართალი როგორ ხარ?

ფრაზა, რომელიც გამოიყენება უიმედო, არგუმენტ-შემოცლილი და კამათში უკვე გა**ისძირებული და განწირული ადამიანის მიერ, ატარებს ბოლო იმედის ხასიათს.

შენ სულ მართალი როგორ ხარ?

0

გაასუხარა

ეს სიტყვა აღნიშნავს ნივთის სარფიანად გაყიდვას.
სადაც გამყიდველი უფრო მოგებულია ვიდრე მყიდველი.

რამდენად გააასუხარე შენი ჯართი მანქანა ?

0

გადაბნელდი

თავიდან მომწყდი, მომცილდი, იგივე გადაშენდი.
ძირითადან სიტყვა გვხვდება დასავლეთ საქართველოში.

გადაბნელდი აქედან .

0

მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. მაგრამ..

როგორც წესი, ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე მშობლების ხათრით უმაღლეს დონეზე უკრავდა, თუმცა ახლა პიანინოს ცოცხალი თავით აღარასდროს გაეკარება.

-დაკვრა იცი?
-როგორ არა, მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მაგრამ რაღა მახსოვს.