0

მალე მოვალ

სიტყვა რომელსაც არანაირი ფუნქცია არააქ რადგან მაინც სულ აგვიანებ

მალე მოვალ სახლში

0

რაღაც აქვს

რაღაც აქვს - ეს არის cs-ს ან რაიმე ონლაინ სროლების მოთამაშის სიტყვები როდესაც მოკლავენ და თავის უცოდინრობის დამალვას ცდილობს სხვაზე ჩეთერობის დაბრალებით

ნახე რაღაც აქვს ამის დედა მოვტყან..

0

დუიაქი

ეს სიტყვა გამოიყენება იმ ადამიანის აღსაწერად რომელიც სულ "ატრაკებს".ძირითადად იყენებენ სოფელში, ბირჟავიკი პაპები.

-ვისი ბიჭიხარ შენ, მიდი რა მაღაზიაში ნისიაზე ჭაჭა აიღე და მოგვიტანე ბიჭებს.
-ვერა ჯემალა ძია აგე დედაჩემი მეძახის.
-ეეე შენრა დუიაქი ყოფილხარ

0

პრაკლატკა დაწვი ?

კითხვა რომელიც კახეთშია გავრცელებული ეს კითხვა გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ რომელიც ითხოვს წყალს

აუ წყალი დამისხით. წყალი რა პრაკლატკა დაწვი ?

0

არ დავასველოთ?!

როდესაც ახლობლის/მეგობრის შენაძენი შენს ფინანსურ ან მატერიალირ მხარეზე არანაირ გავლენას ახდენს და ერთი სული გაქვს ამ ცხოვრებისაგან დაჩაგრულმა ხახაში არაყი გადაუშვა.

-ხოდა ბიჭო გუშინ მანქანა ვიყიდე..
-როდის დავასველოთ?!

0

რას გავს

როდესაც შენი ფიზიკური მონაცემების გათვალოსწინებით აღნიშნული პიროვნება “რას გავს” იცი რომ ზედ არ შემოგხედავს.

-ნახე ბიჭო რა ლამაზი გოგოა
-კაი შეჩემა რას გავს

0

რა პრობლემაა

როდესაც ვიღაც რაღაცაში დახმარებას გთხოვს,ზუსტად იცის რომ თავისუფალი დრო გაქვს და უარს ვერ ეტყვი,ამბობ “რა პრობლემაა”,სინამდვილეში კი გინდა მოცემულ მომენტში რაღაც დაეცეს თავში და ადგილზევე განუტევოს სული.

-ხვალ მაისური უნდა ვიყიდო და გამომყვები?
-რა პრობლემაა..

0

შენს პონტში გეუბნები

ანუ შენს სასარგებლოდ ვამბობ მაგრამ,ამ სიტყვების ადრესანტს სულ *ლეზე კიდია ადრესატი

დამიჯერე ესე ჯობია შენს პონტში გეუბნები

0

"ძაან ჩაქრი"

ამას გეუბნებიან მაშინ, როდესაც ისეთი ტაშტი ხუმრობა თქვი,რომ მსმენელს ღიმილიც არ მოჰგვარა.

-ცოდვების მონანიება გინდა?მაშინ მთავარია ლარიანი გქონდეს

_ძაან(ცხოვრებისეულად) ჩაქრი

0

დლაგვი

გამოხატავს ფეხის დიდ და შეუსაბამო ზომას,ასაკთან შედარებით

ამხელა დლაგვებს ფეხი როგორ უნდა ავაცილო