0

ჩამეძინა

სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც იშვიათად შეყვარებულ წყვილში წავაწყდებით .

-გუშინ რატო აღარ მომწერე?
- აუუ, ჩამეძინა

0

მთვრალმა ძმაკაცმა დამახატა

ფრაზა რომელიც გამოიყენება უშნო ტატუს გასაპრავებლად, ამ ფრაზით გიმტკიცებს თუ რაოდენ უმნიშვნელოა ეს ტატუ მისთვის

მთვრალმა ძმაკაცმა დამახატა. ხომ მაგარია?!

0

აუ აუ აუუ დათო

მიმართვა გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის წინასწარ შეცნობისას,რათა თავიდან არიდებულ იქნას პარტნიორის მიერ წარმოთქმული *ლეობების კორიანტელის გაშარჟება,გამასხარავება,რაშიც თავისთავად,შენც ერთვები,ვინაიდან პარტნიორი *ლე კამათში გითრევს და შესაბამისად,მოუწოდებ დროულად გაჩერებისაკენ.

აუ აუ აუ დათო,ამოჭრიან ამას,გააშარჟებენ,გაჩერდი გეხვეწები.

0

შენ მიაფსი მამაშენს თუ მე?

ხუმრობის ეს ვერსია ძირითადად გამოიყენება ძმაკაცის შვილის მიმართულებით! ხუმრობის მერე აუცილებლად უნდა თქვა ჰა? ჰა? ჰა?

შენ მიაფსი მამაშენს თუ მე?

0

შენია?

სიტყვა გამოიყენება როდესაც ახლობელს შენი რამე მოეწონება და პირდაპირ ვერ გეუბნება მაჩუქეო! პასუხად გამოიყენება: არა ძმმაკაცისაა!

ვაა შენია?

1

ვერ გათხოვებ,ზარს ველოდები

ეს ფრაზა უმეტესწილად გამოყენებულია ტელეფონისადმი განსაკუთრებული ინტერესის მქონე ბავშვების მიმართულებით

-აუ ტელფონი მათხოვე რა
-ვერ გათხოვებ ზარს ველოდები

1

ახლა გახდა ნიუ-იორკი

სიტუაცია რა დროსაც გზის მეორე მხარეს უნდა გადახვიდე,მაგრამ გადაჭედილი ქუჩის და ქაოსური მოძრაობის გამო ფეხს ვერ დგამ.

რა მოძრაობაა ახლა გახდა ნიუ-იორკი

0

სუფრული

სიმღერის მიმდინარეობის ქართული, მამა-პაპური ჟანრი.

სუფრულები გაუშვით

0

გადალაღლაღება

არაპროფესიონალი ექიმის მიერ პაციენტისადმი უდიერი დამოკიდებულების გამოხატულება. ამ სიტყვით იგი ექთანს მიმართავს და დანიშნული მედიკამენტის გაკეთებაზე მიუთითებს.

- ზაირა, ლაზიქსი გადაულაღლაღე ბაბუს!