0

"შეჩემა"

უნიკალური სიტყვა, რომლის გამოყენება შესაძლებელია წინადადების ნებისმიერ ადგილას და ხშირ შემთხვევაში პარტნიორის მიმართ ერთგვარი სითბოს გამოხატულებაა

რავი შეჩემა რა წინადადება მოვიყვანო ვერ ვფიქრობ :D

0

2 პასტა არ გაქვთ?

ყველაზე ხშირი კითხა გაკვეთილის მსვლელობის დროს

ყველაზე ხშირი წინადადება გაკვეთილის მსვლელობის დროს

0

ცხოვრებაში უფრო სიმპატიურია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, როდესაც მეგობრებს სოციალურ ქსელში აჩვენებენ უშნო შეყვარებულის სურათებს

აქ არ უდევს კაი სურათები, ცხოვრებაში ბევრად უფრო სიმპატიურია

0

,,ორ ჭიქიანი”

ადამიანი,რომელიც ქეიფის დროს,მინიმალური ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ,ექცევა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ,განწირულია სიმთვრალისთვის,მისგან მთელი საღამოს განმავლობაში,მოსალოდნელია,უამრავი,უჩვეულო,სიურპრიზი!

ამას ბევრი არ დაალევინოთ,ორ ჭიქიანია!

0

ძმაკაცის შეყვარებული

გოგონა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო სანამ ძმაკაცი ზონაშია.

-რატომ დაიგვიანე ტოო
-ძმაკაცის შეყვარებულს შოკოლადი მოუნდა დაა

0

ერთი ტრაკში სუნს ვერ გაიქრობ, და მეორე - ამას

ვამბობთ არაოჯახისწევრ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ითხოვენ საკუთარი პერსონის მიმართ და ამით ჩვენ სკაუთარ ძვირფას დროს გვახარჯვინებენ

ეს ახალი ბუღალტერი,- მოკლედ ერთი ტრაკში სუნს ვერ გაიქრობ, და მეორე ამას ვერ მოიცილებ რა თუ გადაგეყარა დერეფანში.

0

დიდუბე! ბოლოგაჩერება

"ბიჭო, ეე!" -ზე გავრცელებული პასუხი კომუნისტური თბილისის უბნებში ბავშური გარჩევების დროს. ფრაზა ცოტა ხანი კიდევ ცოცხლობდა მას შემდეგაც, რაც დიდუბის შემდეგ კიდევ ოთხი მეტროს სადგური აშენდა

-ბიჭო, ეე!
-დიდუბეე! ბოლო გაჩერებაა! დავაი ბიჭო !

0

ინდირა

1984 წლიდან ქართული ქალის სახელი. მის 99% შემთხვევებში დაკავშრებულია ინდოეთის პრემიერ მინისტრ ინდირა განდის მკვლელობის წელთან.

-რა გქვია?
-ინდირა.
-ოთხმოცდაოთხიანი ხარ?
-კი, საიდან, ეე????

0

ყლეების ტურბაზა

უდონო ხალხით სავსე კონკრეტული, ბუნებრივად თუ ხელოვნურად შემოსაზღვრული გარემო, რომლითაც აღშფოთებულია "დონე" ტიპი

-ეს სად მოვხვდი, შენ ძმობას ვენაცვალე.. ყლეების ტურბაზა, ბლიად!
-ხოო, მაგარი საყლევეთია, გეუბნებოდი
-კიი, შენძმობასვფიცავარ,

0

ევგენიძის თმები

რაღაც, ან ვეღაც, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მალავენ და არავის უნახავს.

- დაგვპატიჟე ბიჭო ერთი, გაგვაცანი ეს შენი ცოლი, რას გვიმალავ ევგენიძის თმებივით?