0

ცეკვა

ეგრეთწოდებული ხელების გაშლა,გამოიყენება ქორწილებში ჭორიკანა ქალებისთვის თავის მოსაწონებლად

ნახეე რას ცეკვავს

0

ციგნებთან ვიყიდე

ორსიტყვიანი წინადადება, რომელიც მთელ რიგ ლოგიკურ მსჯელობას მოიცავს. დაზუსტებით რომ ვთქვათ, აღნიშნული წინადადება გვეუბნება, რომ პიროვნებამ, 15 წამიანი ვაჭრობის შემდეგ 70 ლარად შეფასებული ნივთი, 5 ლარად შეიძინა.

-აუ ბიჭო საათი გამიფუჭდა... არადა 15 წუთის წინ ვიყიდე ციგნებთან!

0

ვინდოუსის გადაყენება იცი?

მეზობლების,მეგობრების,ნათესავებისა და ნაცნობების საყვარელი ფრაზა,როცა აღნიშნული ადამიანები გიყენებენ როგორც უფასოდ ვინდოუსის გადამყენებელს.კითხვის მიზანია მკითხველს დააზოგინოს 20 ლარი

როცა ზემოთჩამოთვლილი ადამიანები გიყენებენ როგორც უფასო ვინდოუსის გადამყენებელს

0

შეჩემა.

შეჩემა არის უნივერსალირი სიტყვათშეთანხმება, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ წინადადებაში.
იყენებენ სხვადასხვა მნიშვნელობით წინადადების შინაარსის მიხედვით, ძირითადად იხმარება პიროვნების მიმართ, რომელთანაც ახლო კეთილმეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, წინადადებაში სახელის მრავალჯერადი გამოყენებით გამოწვეული ტავტოლოგიის ასაცილებლად. ხშირად მოსაუბრე მეორე უსასრულობაში ვარდება და ტავტოლოგიას თვითონ ,,შეჩემა" იწვევს.
უნდა აღინიშნოს ისიც რომ ,,შეჩემა " ცოტა იყენებს მრავლობითში, კნინობით ფორმაში.

1) - ლევან გაიგე ლაშას მამა გარდაიცვალა.
- კაი შეჩემა, მართლა?! (წუხილი)
2) - გიო როგორა ხარ შეჩემა ? ! (ტავტოლოგიისგან თავის არიდება )
3) თქვეჩემა როგორა ხართ? ( მიმართვა ჯგუფად შსკრებილი მეგობრების მიმართ ან განდონა ბავშვის მიმართვა ბიძიასადმი)

0

ადე ადე სადა გძინავს შენი ?!

ძირითადად მიემართება ოჯახის მცირეწლოვან წევრს რომელსაც ესესაა ჩაეძინა

სიტვაცია მანქანაში
ბავშვმა წათლიმა
მამა: ადე ადე სადა გძინამას შენი

0

რამე არ დაგრჩეს

სახლის კარიდან გასვლისთანავე მშობლის მიერ მოძახებული სიტყვა რათა დარწმუნდეს რომ მეორედ არ მოუწევს კარის გაღება.

.

0

10 თეთრიანი

საჭიროა ყოველ საღამოს ჯიბეში გეგდოს რადგან უბანში არავის არ აქვს ლივტის ფული

აუ ათ თეთრიანი არ გაქვთ? ფეხით ნუ ამიყვან

0

გადატანისას შემეშალა

აბიტურიენტებისათვის დამახასიაბებელი ნაკლებად გონივრული ფრაზა მიღებული დაბალი ქულის საპირწონედ პოტენციური მაღლით თავის მოწონებისთვის

-რა მიიღე ზოგადებში?
-25. ბიჭო, გადატანისას შემეშალა ბევრი