0

ებეეე

გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც ვიღაც ისეთ რაღაცას გეუბნება რაც საერთოდ არ გაწყობს

- დამსვი რა კომპიუტერთან, მეც მინდა თამაში!
- ებეეეე

0

ამათ მაინც მოვუგებთ

საქართველოს ნაკრების ფანების გამონათქვამია რომლიც ძირითადად იმედგაცრუებით მთავრდება

საფრანგეთს ვერ ვუგებთ და მათ მაინც მოვუგებთ

0

ხელფასზე მოგცემ

ფრაზა, რომელიც ძირითადად გამოიყენება მევალესთან შეხვედრისას უხერხული სიტუაციიდან თავის მარტივად დასაღწევად.

ამავდროულად, ეს ფრაზა არ ადგენს, კონკრეტულად რომელი თვის ხელფასია ნაგულისხმევი, მიმდინარე, მომდევნო თუ 3 წლის შემდეგ.

0

აიაააითუიააი

როდესაც პირველმა პირმა მოგითხროთ სუბიექტზე, და ვერ გაარკვიეთ ორიდან რომელია კონკრეტული ის რომელზეც მოგითხრეს. გავრცელებულია გურულებსა და აჭარლებში (სიტყვა-სოტყვით : ეს არის ეს თუ ის არის ეს)

- აიააითუიააი

0

გაქცეულს მოაბრუნებს

აღნიშნავს უცხო ენის ცოდნის დონეს, რამდენად კარგად ფლობ ამა თუ იმ ენას

-ინგლისური იცი ხო?
-ისე რა!
-გაქცეულს ხო მოაბრუნებ?!

0

თითი მაქვს ნაღრძობი

უნივერსალური ფრაზა, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს კარში ჩადგომას გაცილებას თავიდან და თანაგუნდელებზე მორალურ ზემოქმედებას ახდენს.

-გიო შენ კარში ჩადექი
-აუ არ შემიძლია თითი მაქვს ნაღრძობი

0

ორ გოლზე შეგეცვლები

მსუქანი მეკარისთვის თანაგუნდელებისგან მიცემული დამაიმედებელი ფრაზა, რომელიც მას ოდესღაც გარეთ თამაშის იმედს აძლევს, მაგრამ პირობა არასდროს სრულდება.

-ჯუმბერ შენ კარიდან დაიწყე
-თქვენ რა გაატრაკეთ ეეე
-მიდი ძმობას გაფიცებ და ორ გოლზე შეგეცვლებით