0

წამო გავაჭენოთ

ეს სიტყვა ძირითადად გამოიყენება ქალებში წასვლის წინ

აუ შეჩემა წამო გავაჭენოთ

0

გადაკატავება

დაკოპირება

- აუ,ნინ,საკონტროლოს თემა გიწერია ?
- კი
- გადამაწერინე რა
- კარგი,ოღონდ ყველაფერი არ გადააკატავო,რაღაცები შეცვალე,რომ არ გამოგვიჭირონ

0

ფრატები

სახლში ჩასაცმელი ჩუსტები, ტერმინს გამოიყენებენ რეგიონებსა და გარეუბნებში

ჩემი ფრატები სად არის?

0

გარძევება

პირველი არაამქვეყნიური ნაპასი ე.წ აფეთქება

მოქაჩე! მოქაჩე! გაარძევა ჩეემი

0

შე წარაკუა

ამ სიტყვით მიმართავენ ტიპებს , რომლებიც ბაქიბუქობენ , ვითომ ყველაფერი იციან და შეუძლიათ ამ დროს არაფერი არ გამოსდით .

- მიმიშვით მე დავშლი და ავაწყობ მაგას რა უნდა
- შე წარაკუა რისი დამშლელი ხარ !

0

,,ჩიკო''

მიმართავენ საქართველოში ყველა თუთიყუშს!

-ვა თუთიყუში გყავს?
-ჩიკო, ჩიკო , თავის სახელს იძახის? :დ

0

ტასაობა

მოძრაობის ერთგვარი ნაირსახეობა, რომლის დროსაც სუბიექტი(ები) ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებასთან ერთად იღებს სიამოვნებას. სეირნობის ზე სასიამოვნო ვარიანტი. ტასაობის დროს აუცილებელი არ არის ზუსტი მარშუტის და ლოკაციების განსაზღვრა.

ბააჩ, წამო რა გავატასაოთ

0

ჩაარტყი ხელი

ძალის შემოწმების უნივერსალური საშუალება და ბავშვთან "კაი ატნაშენიის" დამყარების მეთოდი

ბიძი აბა ჩაარტყი ხელი