0

რადიოზე გაგაკეთეს?

ფრაზა აღწერს ადამიანის მდგომარეობას,როცა მისი იოგები დაუოკებელ მდგომარეობაში იმყოფებიან და პიროვნება ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებს გაჩუმებას

:გაუჩერებელი სიმღერა:🙄
-რადიოზე გაგაკეთეს?

0

სისხლის საერთო მაინც გავაკეთოთ

იყენებს ყველა ექიმი , ნებისმიერი პაციენტის მიმართ , ნებისმიერ სიტუაციაში, საჭიროების და მიუხედავად!

- ექიმო რაღაც ეს დღეები მუცელი მტკივა
- ოოო მაგისთვის წამლებს გამოგიწერთ , მაგრამ მოდი სისხლის საერთ მაინც გავიკეთოთ.

0

რას ეწევი ჩვენც მოგვაწევინე

წინადადება რომელსაც იმის საილუსტრაციოდ იყენებენ, რომ ვიღაცამ მაგარი სისულელე თქვა და ამაში მთავარი დამნაშავე პლანია.

''ფოთის მერის განცხადებით, მალთაყვას ბათუმზე უკეთესი განვითარების პერსპექტივა აქვს.''
რენდომ ფბ იუზერის კომენტარი: ''რას ეწევა ასეთს, ჩვენც მოგვაწევინოს''

0

გაწყდომა

დალევის უმაღლესი ფორმა, რომელიც ითვალისწინებს დალევას ბოლომდე.

მაგ: -დღეს დაბადებისდღეზე მივდივარ.
- რას შვები წყდები?
-ვწყდები

0

გააჯმევინე / გააჯმეინე

სიტყვა "გააჯმევინე" ან "გააჯმეინე" მოდის 20 - საუკუნის პირველი ნახევრიდან ეს სიტყვა იყოფა ორ კატეგორიად.
მოხსენებულ სიტყვას ხშირ შემთხვევაში იყენებენ როდესაც მეორე პირსა და მესამე პირს შორის საუბარი თქვენთვის გაურკვეველი ან მიუღებელია პირველი პირისთვის რა დროსაც შენ უკვე იყენებ მაგიურ სიტყვას "გაჯმას" და "ჩერეზ" მეორე პირიდან მესამე პირს აჯმევინებ...
ხოლო რაც შეეხება სიტყვა "გააჯმეინე"-ს ეს უფრო დამამცირებელია მაგას ისევ გააჯვა ის ჯობია !

აუ ეგ ხო სულ წუწუნებს გააჯმევინე რა !

0

დილიხორი

სულიერის ან უსულო საგნის მიმართ დიდი ინტერესისა და სურვილის გამოჩენა.

აუ ბიჭო აი ის გოგოა...
მაგის დილიხორი მაქ.

0

გაჩითულია

პიროვნება, რომელსაც ხშირად ხედავთ ბარებში, რესტორნებში ან თუნდაც სხვა გასართობ ადგილებში სადაც მშვენივრად ერთობა და ე.წ "კაი სასტავში ტრიალებს"
გაჩითული პიროვნება ეწოდება.

ბიჭო ეგ უცხოეთიდან რაც ჩამოვიდა ძაან გაიჩითა

0

ტელევიზორი გავიჩხირე

ნარკომანი რომელმაც გაყიდა ტელევიზორი და სანაცვლოდ ვენაში წამალი შეუშვა

- ბიჭო ტელევიზორი სად წაიღე?

-ლომკა მქონდა და ეგ ტელევიზორი გავიჩხირე