0

სამხატვრო აკადემია

იმ ხალხის სასწავლებელი რომელიც წარსულში სწავლით თავს არასოდეს იკლავდა და არც ეხლა იკლავს, მაგრამ პახოდუ დიპლომი მაინც უნდა.

-სად მოხვდი/სწავლობ?
-სამხატვროზე
-კარგად ხატავ?
-რავი ისე რა, პროსტა სხვაგან ვერ გავქაჩავდი

0

მალე ჩახვალ

ამ სიტყვებს მოიხსენიებენ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ცდილობს ყველას დაასწროს და დაჯდეს მძღოლის გვერდზე (წინ).

წინ მე ვჯდები

0

შენ სომეხი არის?

კითხვა რომელიც გამოიყენება მაშინ როცა მეგობარი სიტყვას/წინადადებას არაგრამატიკულად იტყვის

- სიკვდილამდე მეზიზღება. - შენ სომეხი არის?

0

Secret Santa

სეკრეტ სანტა ლათინური სიტყვაა და ქართულად ლატარიას ნიშნავს. რეგისტრირდები და ელოდები გაგიმართლებს თუ შენც შენნაირი გრინჩი შეგხვდება.

გრინჩი

0

ხოდა ვსიო

კამათის ნაადრევი დასრულების ყველაზე ეფექტური ფორმა.

- კაი მარა, დალევა ხო გინდა?
- ანუ რავი, ხო
- ხოდა ვსიო!

0

პრიუსივით წვავს

მანქანის გაყიდვის ახალი ხერხი. რომელსაც დიდ ძრავიანი მანქანის პატრონები იყენებენ, რათა მოიშორონ მანქანა.

პრიუსივით წვავს ბრატ. ქორწილში ყველას ასწრებს.