დედისერთა კორჟიკი არის ის კორჟიკი რომელსაც მთელი უბანი თხოვს ერთ მაყუთას რო დაუთრიოს,ხოლო რეალურად არც დედისერთა უნდათ მთავარია დაითანხმონ ხოლო შემდეგ 5 კორჟიკზე ნაკლები არ მოელით
-მიდი რა დაგვითრიეე
-გაფიცებ რა
-ერთი დედისერთა კორჟიკი რას გიწყვეტს რა
გააჯვის ზრდილობიანი ფორმა გამოიყენება ძირითადად უბნელ ბიჭებს შორის
-ბიჭებო კარტოარ გაქვთ?
-არა გაეძუნგლე
მეტად პოპულარული სიტყვა მოცეკვავეების ლექსიკონიდან, რომელიც მაგარ "ნაშას" ნიშნავს.
აუ რა მაგარი ქადიგია
გამოიყენება ადგილ–მდებარეობის მისათითებლად როდესაც ადამიანი გაბრაზებულია
სად არის დედაშენი?
აღასტაფაში
როცა ვინმე პანიკაში ან შიშში ჩავარდება
-რაიყო 2 ლარი გაასხი მეტი კი არა, რა იზმებებში ვარდები
ორიგინალური და მეტად დამცინავი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმ მეტიჩარა ადამიანის მიმართ, ვინც ცდილობს სხვათა საქმეში გაერიოს, მონაწილეობა მიიღოს და ჩააშხამოს მათ ბედნიერი წუთები.
- აუ, მეც მათამაშეთ ცოტა ხნით! მეც ხომ მინდა გართობა...
- შენ ვინ ჩემი დალაი ლამა ხარ?
ადამიანი, რომლის წაგებასაც ყოველთვის მოეძებნება ახსნა.
- სამწუხაროდ, დღეს ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ მას მუხლი სტკივა, მყესი აქვს გაწყვეტილი, ხელი აქვს მოტეხილი, ყური აქვს გადაბრუნებული, წარბი აქვს შეთამაშებული, შუქი აქვს გადაჭრილი და ა.შ.
ყველაზე მოხერხებული და ჩამჭრელი კითხვა, რომელიც დაისმის მაშინ, როდესაც პასუხის არცოდნის გამო მავანს არ სურს ჩაბანძდეს და თავს იძვრენს.
- თქვენი აზრით, რატომ დამარცხდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ?
- სად?
ტერმინი გამოიყენება სუფრის გაშლის წინ დასაპატიჟებელი ხალხის შესარჩევად, რამეთუ მასპინძელი ცდილობს არავინ მოიმდუროს და საახლობლო ცუდად არ აალაპარაკოს.
- ბიჭო, ჯემალას არ ვუთხრათ?
- კი უნდა ვუთხრათ, მარა მაგას რო ეტყვი, ჯუმბერისაც უნდა უთხრა და ჯუმბერისაც თუ ეტყვი, ვახუშტისაც უნდა ვუთხრათ.
- ჰოოო... მაშინ არ გვინდა ჯემალა.
არსება, რომელსაც უწოდებენ იმ ადამიანს, ვისაც ტუჩები, თვალები და თმები შავად აქვს შეღებილი, შავი ტანსაცმელი აცვია და ჭიპზე საყურე უკეთია.
- რას გიგავს სახე შე სატანის მოციქულო, მოიხსენი ეხლავე ეგ რკინები სახიდან!