0

ნაროდი

იგივე „ხალხი“. მომდინარეობს რუსული „Народ“-იდან.

ზოგადად, ინტერნეტში, ერთი შეხედვით, უამრავი ადამიანი ჯღაბნის უკიდურესად ცინიკურ, ღვარძლით და ბოღმით აღსავსე კომენტარებს. ამ თემის განხილვას ხშირად შევსწრებივარ Facebook-კედლებზე. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ეს ოდენ „ქართული ფენომენია" და მხოლოდ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ასეთი „დეგრადირებული ნაროდი". (შალვა რამიშვილი)

0

თმების რადიოზე დაყენება

თმის ვარცხნილობისთვის სპეციფიკური, მოვლილი სახის მინიჭება. ფრაზა მეტწილად, უფრო ადრე გამოიყენებოდა.

ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები? (ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“)

0

შავი ხელი

უკანასკნელად 80-იანებში და ადრეულ 90-იანებში (შესაძლოა) დაბადებულების ბუას მსგავსი შესაშინებელი ურბანული ლეგენდა. მისი წარმომავლობა უცნობია. ზოგი ვერსიით, ღამღამობით პიანინოზე უკრავს, ხოლო ზოგი ვერსიით - ჰაერიდან მოულოდნელად ჩნდება და ხალხს ხოცავს. როგორც წესი, ამ სიმბოლოთი ერთმანეთს აშინებდნენ ბავშვები ან უფროსები - ბავშვებს. ყოველთვის იგულისხმებოდა, რომ საიდანღაც, კარიდან, ლოგინის ქვემოდან ან ფანჯრიდან, გამოჩნდებოდა შავი ფერის ხელი.

გაჩერდი, თორემ აი, შავი ხელი გამოძვრება ახლა.

0

ქსივა

დოკუმენტის, საბუთის სინონიმი. მომდინარეობს ქურდული ლექსიკიდან, სადაც მილიციისგან თავის ასარიდებელ საბუთს აღნიშნავდა.

აჰა შენ ქსივები, საბუთები გაუწოდა, - კარგიც ეს არის. (ოთარ ჩხეიძე)

0

შავი ხალხი

კრიმინალურ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელნი.

„მართალია, ხელისუფლებაცა და მილიციაც არსებობდა ქალაქში, მაგრამ როგორც იტყვიან, იმ წლებში „შავი ხალხის“ მოზღვავება იყო... (ზაურ კალანდია)

0

სპილოც დაეტევა

გამოიყენება იმ დროს როცა ძმაკაცი მეორე ძმას უტოვებს სიგარეტს და გადაცდება თავის მოსაწევის მაქსიმუმს

ეკითხება ძმაკაცი
-არ მიტოვებ?
-რა უნდა დაგიტოვო ჯერ სპილოც დაჯდება აქ.

0

მე რა, ზანგი ვარ?!

ფრაზა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თვლით რომ იჩაგრებით ან თქვენთან ზედმეტი მოლოდინები აქვთ.

-ჯემალ, აეჯვი და ოთახი მიალაგე!
-მე რა, ზანგი ვარ?!

0

ფეიკი

ადამიანი, რომელსაც სოციალურ ქსელში საკუთარი სახელი და გვარი არ აწერია. ფეიკი ექაუნთით ეს ადამიანი პოსტავს ისეთ რაღაცებს, რისი გამბედაობაც არ აქვს საკუთარი სახელით გამოაქვეყნოს, ეს ყველაფერი ხდება ამ ადამიანის უზარმაზარი არასრულფასოვნების და თავისუფალი საუბრის კომპლექსის ან გარეგნობის კომპლექსის გამო. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მსგავს ადამიანს

ვირტის მოყვარულებმა მომწერეთ
- ვაკეთებ კუნის
- მიყვარს ანალი
- ვიხდი სკაიპში 20 ლარად
- გათავება ვის უნდა?

0

იმასვქენი

როცა , რაღაც გააკეთე მაგრამ თვითონაც ვერ ხსნი

აუ დღეს იმასვქენი,რაქია კაცო მაგააას...