"მელეხი"-ის განმარტებები
მელეხი
ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა 90-იან წლებში. ნიშნავს ძალიან მდიდარ, კარგად მცხოვრებ ადამიანს. ასევე იხმარება შურის შემცველ ფრაზებში...
-ბიჭო ნახე ეს რა მაგარ ზმანზეა!
-მელეხია მაგის ...
მელეხი
სიტყვა დიდწილად გამოიყენება გარეუბნებში და აღნიშნავს ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობას.
-აუ ნახე ეს რა მანქანით გაიჩითა
-მელეხია შეჩემა
მელეხი
ზრდასრული ასაკის დიდი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მამაკაცი, რომლის მიმართაც ლტოლვას ძირითადად 20-25 წლის გოგონები განიცდიან. მელეხებს ახასიათებთ შავი ჯიპი, დიდი ღიპი (მაგრამ არა ყოველთვის) და მოძრაობის წესების დარღვევით ავტომობილის პარკირება. გადაადგილდებიან ძირითადად ვერა-ვაკის ტერიტორიაზე, კერძოდ აბაშიძეზე.
- აუ გოგო ეს მაგარი ფულიანია ხო?
- ღადაოობ??? მელეხია ჩვეულებრივი