"სხვა?"-ის განმარტებები
სხვა?
საუკუნის უნახავი ტრუსიკის ძმაკაცის შემთხვევით გადაყრისას მისი და მისი ოჯახის ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობის გულითადი მოკითხვის შემდეგ, ერთჯერადი შეკითხვების ამოწურვის დროს რეზერვში მუდამაა მრავალჯერადი შეკითხვა - "სხვა?"
სხვა რას შვები? .... და სხვა?.... ვახ ეს რა მითხარი და სხვა?
სხვა?
უნივერსალური სიტყვა, რომელიც, გამოიყენება დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან საუბრისას, როცა სასაუბრო თემა აღარ გაქვთ. პრინციპში არც მანამდე გისაუბრიათ რაიმე ღირებულზე.
ძალიან კარგი... სხვა?
სხვა?
ლაპარაკია დროს საუბრის არ დამთავრების ფორმა
სხვა რასშვები
სხვა?
როდესაც ნაცნობთან სასაუბრო თემა გეწურება, მოკითხული გყავს მთელი ოჯახი და აღარ იცი რა თქვა
- კარგად ვართ მადლობა
- აჰა და სხვა?
სხვა?
გამოიყენება დიდხნიანი საუბრის შემდეგ არსებული წუთიერი დუმილის დროს.
-ჰაჰაჰა მერე რამოხდა?
-...... ხოდა ესე რაა
-წუთიერი დუმილი
-სხვა?
სხვა?
სიტყვა გამოიყენება მაშინ როდესაც დიდიხნის უნახავ ნაცობს შეხვდები და სალაპარაკო თემა ამოწურულია. ასეთ დროს "სხვა?" საკუთარ თავში მოიცავს - ახალი რა ხდება?! შენები როგორ არიან? იმ გოგოსთან/ბიჭთან ხარ ისევ? და სხვ.
"სხვა?"-ს თქმა არ ნიშნავს რომ აუცილებლად გაინტერესებს სხვა, უბრალოდ ეს სიტყვა უხერხული სიჩუმის დარღვევის საუკეთესო საშუალება.
კითხვას - სხვა? როგორც წესი მოყვება პასუხი - რავი, შენსკენ?
გია და გელა ერთმანეთს მეტროში შეხვდნენ. კლასელებს ერთმანეთი დიდი ხანია არ ყავდათ ნანახი
- ვაა, გია - არ დამალა გელამ გის ნახვის სიხარული და მაშინვე მოკითხვაზე გადავიდა. მეგობრებმა 10 წუთში მოილიეს სალაპარაკო და უხერხული სიჩუმე ჩამოდგა, რომელიც ისევ გელამ დაარღვია
- სხვა?!