"სტაიანშიკი"-ის განმარტებები
სტაიანშიკი
ადამიანი რომელიც გაგაყვანინებთ ავტომობილს ნებისმიერი სიტუაციიდან. მეტად უცნაური ხალხი ზედმეტად მერყევი განწყობით, თუ ხურდას მისცემთ გაიგებთ "გაიხარე ძმაო" წინააღმდეგ შემთხვევაში მოიკითხავს თქვენი ოჯახის წევრებს, ცოცხალ-მკვდარსა თუ კაბიან-შარვლიანს
სიტუაცია ცარიელ ავტოსადგომზე
სტაიანშიკი: ოო მიდი მიდი მიდი მიდი (თან ჯოხს იქნევს გაურკვეველი მიმართულებით) აქეთ აიღე და გასულიხარ.
სტაიანშიკი
თვითდასაქმებული პირი რომლის ძირითადი საქმიანობაა მძღოლებს მანქანის დაღენებისას მისცეს მითითებები შემდეგი ფრაზებით: "მოდი მოდი" "ო,ო კაია" "მარცხნივ აიღე ცოტა" და ა.შ.
სტაიანშიკმა მანქანა დამაყენებინა.
სტაიანშიკი
საშუალო ასაკის უმუშევარი მამაკაცი, რომელმაც ყვითელი ჟილეტი შეიძინა და ავტოსადგომებზე ჯოხის ან ხელების აქეთ-იქით ქნევისთვის მძღოლებისგან გარკვეულ გასამრჯელოს ითხოვს.
-50 თეთრი არ გაქვს?
-არა, რათ გინდა?
-სტაიანშიკია და უნდა მივცე.